ავტორიზაცია

ბუსკეტსმა ბარსელონას გასახდელს საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება გაუმხილა

ბუსკეტსმა ბარსელონას გასახდელს საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება გაუმხილა
თარიღი 27 აპრ 2023, 22:46
სერხიო ბუსკეტსმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.

AS-ის ინფორმაციით, ვეტერანმა ნახევარმცველმა გასახდელში ფეხბურთელებს უთხრა, რომ კლუბის შემოთავაზებაზე დათანხმებას აპირებს. მას ერთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. თუმცა, ამ ახალი კონტრაქტით, ბუსკეტსის ხელფასი საგრძნობლად შემცირდება.

ბუსკეტსის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლეო მესისთან და ჟორდი ალბასთან ახლახანს გამართულმა ვახშამმა. არგენტინელის შესაძლო დაბრუნებამ ესპანელის სამომავლო გეგმებზე გავლენა იქონია.

„ბარსელონას“ ბუსკეტსის საბოლოო გადაწყვეტილების მოსმენა რაც შეიძლება მალე სურს, რათა მომდევნო სეზონის დაგეგმვის პროცესი რაც შეიძლბება სწრაფად დაიწყოს.