ავტორიზაცია

"მაშინ, ეს უნდა შეიცვალოს", - რა შემთხვევაში გადავა მესი ბარსელონაში?

"მაშინ, ეს უნდა შეიცვალოს", - რა შემთხვევაში გადავა მესი ბარსელონაში?
თარიღი 28 აპრ 2023, 15:19
ბოლო დღეებში, არგენტინელი ლეგენდის ლეო მესის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ბევრი იწერება.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა გააკეთა.

"ეს ცოტა რთული საკითხია, თუმცა შესაძლებელი. ზაფხულამდე დიდი დროა და ვნახოთ, რა მოხდება კლუბში.

თუ მესი ბარსელონაში გადავა, მაშინ კლუბმა სხვა ფეხბურთელები უნდა გაუშვას და ხელფასი დააკლოს, რათა მესისთვის კონტრაქტის გაფორმება შეძლოს.

ბარსელონა არ არის პსჟ, რომელსაც უამრავი ფული აქვს, ამიტომ ხელფასების შემცირება გარდაუვალი იქნება", - განაცხადა ტებასმა.