ავტორიზაცია

გვარდიოლა: "კვლავ გახდე ინგლისის ჩემპიონი - იგივე დონეა, რაც ჩემპიონთა ლიგა"

გვარდიოლა: "კვლავ გახდე ინგლისის ჩემპიონი - იგივე დონეა, რაც ჩემპიონთა ლიგა"
თარიღი 29 აპრ 2023, 00:08
პეპ გვარდიოლას თქმით, მისთვის ინგლისის ჩემპიონობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ჩემპიონთა ლიგის პოტენციური მოგება.

„არა, „რეალთან“ მატჩისთვის მზადება ჯერ არ დამიწყია. დაახლოებით წარმოდგენა მაქვს, მაგრამ კონკრეტული სამზადისი ჯერ არ დაწყებულა. არ ვიცი, შეიცვალა თუ არა მეტოქე შარშანდელი სეზონის შემდეგ რაიმე თვალსაზრისით.

როგორც წესი, მე მხოლოდ მოახლოვებული მატჩი მაღელვებს. ამა თუ იმ ტურნირისთვის პრიორიტეტის მინიჭების დრო არ გვაქვს. კვლავ ინგლისის ჩემპიონობის მოპოვება - იგივე დონეა, რაც ჩემპიონთა ლიგა.

ახლა მე მხოლოდ „ფულემზე“ ვფიქრობ, შემდეგ „ვესტ ჰემზე“ ვიფიქრებ და ამის მერე - „ლიდსზე“. აი მარტო ამის შემდეგ დავიწყებთ მზადებას „რეალისთვის“.“, - აღნიშნა პეპმა.

„რეალთან" პირველ მატჩს „სიტი" „სანტიაგო ბერნაბეუზე" 9 მაისს გამართავს.