ლივერპულის ვეტერანი ნახევარმცველი შესაძლოა პრემიერ ლიგის სხვა გუნდში გადავიდეს
„ლივერპულის“ ვეტერანი ჯეიმს მილნერი, შესაძლოა პრემიერ ლიგის სხვა გუნდში გადავიდეს.
The Athletic-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებაზე „ბრაიტონი“ ფიქრობს.
მილნერს „ლივერპულთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. იურგენ კლოპს მისი დარჩენა უნდა, მაგრამ კლუბი ჯერ მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივების სურვილს ღიად არ იჩენს.
პრემიერ ლიგაში აკრძალულია სხვა კლუბის ფეხბურთელებთან მოლაპარაკებები, სანამ მას კონტრაქტი ოფიციალურად არ ამოეწურება, თუმცა ამჟამად „ბრაიტონი“ მილნერის პოტენციური ტრანსფერის შესაძლებლობას აფასებს.
ვეტერანის მიმართ ინტერესს „ბარნლიც“ იჩენს, რომელსაც სათავეში ვენსან კომპანი უდგას. გუნდმა მომდევნო სეზონისთვის პრემიერ ლიგაში დაბრუნების საგზური უკვე გაინაღდა.