ავტორიზაცია

VIDEO: ბენზემას მორიგი ჰეთ-ტრიკი და უხვგოლიანი მატჩი ბერნაბეუზე - რეალმა ალმერიას მოუგო

VIDEO: ბენზემას მორიგი ჰეთ-ტრიკი და უხვგოლიანი მატჩი ბერნაბეუზე - რეალმა ალმერიას მოუგო
თარიღი 29 აპრ 2023, 22:27
ლა ლიგის 32-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ „ალმერია“ დაამარცხა.

შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

ჰეთ-ტრიკით თავი კარიმ ბენზემამ გამოიჩინა, რომელმაც სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა.

მეორე ნახევრის სტარტზე ულამაზესი გოლი როდრიგომ გაიტანა, „ალმერიას“ რიგებში კი გოლები ლაზარო ვინისიუსმა და რობერტონემ გაიტანეს.

ამ გამარჯვებით „რეალმა“ 68 ქულა დააგროვა და „ბარსელონასთან“ სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა, თუმცა კატალონიელები საკუთარ მატჩს მოგვიანებით გამართავენ.