ავტორიზაცია

ჩემპიონობა ახლოვდება - ბარსელონამ კამპ ნოუზე ბეტისი გაანადგურა

ჩემპიონობა ახლოვდება - ბარსელონამ კამპ ნოუზე ბეტისი გაანადგურა
თარიღი 30 აპრ 2023, 01:03
ლა ლიგის 32-ე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ კედლებში „ბეტისი“ გაანადგურა.

შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

გოლები საკუთარ ანგარიშზე ანდრეას კრისტენსენმა, რობეტ ლევანდოვსკიმ და რაფინიამ მიითვალეს, კიდევ ერთ გოლი კი „ბეტისმა“ საკუთარ კარში გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ანდალუსიური გუნდი 33-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდა, როცა მეორე ყვითლის გამო ედგარ გონსალესი გააძევეს მოედნიდან.

ამ გამარჯვებით „ბარსელონამ“ 79 ქულა დააგროვა, უახლოესი მდევარი „რეალი“ კვლავ 11 ქულით ჩამოიტოვა და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.