ჯორჯო კიელინიმ ინტერსა და მილანს შორის ფავორიტი დაასახელა
20 წლის შემდეგ "ინტერი" და "მილანი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.
"იუვენტუსის" ყოფილმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ მომავალ დუელთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ 2010 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ინტერი" შეძლებს ფინალში გასვლას.
"ძალიან დაძაბული ბრძოლა იქნება, მაგრამ ვინმეზე 1 ევროს დადება რომ მომიოს, ინტერზე დავდებდი. მეჩვენება, რომ ასეთ მატჩებში ისინი უფრო ძლიერად გამოიყურებიან. , - თქვა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ "მილანმა" ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ბოლოს 2007 წელს მოიგო.