სალერნიტანამ შოუ და ზეიმი მოიპარა - ნაპოლის ჩემპიონობა გადაიდო
სერია ა-ს 32-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ კედლებში „სალერნიტანას“ ვერ მოუგო.
შეხვედრა „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
დღევანდელი მატჩის მოგებთ ნეაპოლელები ისტორიაში მე-3 სკუდეტოს ოფიციალურად ინაღდებდნენ, თუმცა „სალერნიტანამ“ საჩემპიონო ზეიმი მოიპარა.
62-ე წუთზე მატიას ოლივერამ „ნაპოლი“ დააწინაურა და ყველაფერი ჩემპიონობისთვის მზად იყო, როცა 84-ე წუთზე ბულაიე დიამ ანგარიში გაათანაბრა და მასპინძლებს შოუ ჩაუშალა.
ამრიგად, „ნაპოლის“ კორონაცია კიდევ მინიმუმ ერთი კვირით გადაიდო, როცა ნეაპოლელები „უდინეზეს“ ეწვევიან.