VIDEO: ბუნდესლიგაში ლიდერი შეიცვალა - ბაიერნმა ჰერტა დაამარცხა და პირველობა დაიბრუნა
ბუნდესლიგის 30-ე ტურში „ბაიერნმა“ საკუთარ კედლებში ბერლინის „ჰერტა“ დაამარცხა.
შეხვედრა „ალიანც არენაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
69-ე წუთზე სერჟ გნაბრიმ მოახერხა ანგარიშის გახსნა, 79-ზე კი კინგსლი კომანმა სხვაობა ორამდე გაზარდა. ორივე შემთხვევაში საგოლე პასი იოზუა კიმიხმა მიითვალა.
ამ გამარჯვებით „ბაიერნმა“ 62 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში „დორტმუნდს“ გადაუსწრო, რომელიც 61 ქულით მე-2 ადგილზე ჩამოქვეითდა.
შემდეგ ტურში „ბაიერნი“ სტუმრად „ვერდერს“ დაუპირისპირდება, „დორტმუნდი“ კი შინ „ვოლფსბურგს“ დაუხვდება.