ავტორიზაცია

რობერტო მარტინესი: "მსოფლიოში არ არსებობს რონალდუს გარდა ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში 198 მატჩი აქვს ჩატარებული"

რობერტო მარტინესი: "მსოფლიოში არ არსებობს რონალდუს გარდა ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში 198 მატჩი აქვს ჩატარებული"
თარიღი 02 მაი 2023, 00:23
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, კრიშტიანუ რონალდუს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„კრიშტიანუ - მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და ადამიანია ჩვენს გასახდელში. ის საკვანძო პოზიციაზე თამაშობს და ის თავდამსხმელია, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

მას უდიდესი გამოცდილება აქვს. მის გარდა არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში 198 მატჩი აქვს ჩატარებული და ჩვენთვის ეს ძალიან ღირებულია.

არამგონია, რომ ასეთი გამოცდილი ფეხბურთელისთვის საჭიროა რაიმე სამწვრთნელო გადაწყვეტილებები, ყველაფერს თავად ფეხბურთი წყვეტს. მე მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამ გუნდის სასიკეთოდ, მაგრამ საბოლოოდ ფეხბურთი ყველაფერს განაგებს.

ვფიქრობ, კრიშტიანუმ მარტის მატჩებში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ასე რომ ასეთი საქმისადმი მიდგომით გაგრძელებაა აუცილებელი.“, - აღნიშნა მარტინესმა.