ავტორიზაცია

ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის დატოვებაზე ფიქრობს

ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის დატოვებაზე ფიქრობს
თარიღი 02 May 2023, 13:24
კატალონიურ "ბარსელონას" შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ევროპის ფარგლებს გარეთ ჩემპიონატში, თუკი კლუბს ნეგრეირას საქმის გამოძიებაში ბრალი დადასტურდება.

Diario Sport-ის ცნობით, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, "ბლაუგრანას" სერიოზული სანქციები ემუქრება, მათ შორის შეიძლება ჩემპიონთა ლიგიდან და ლა ლიგიდან გარიცხვაც მოიაზრებოდრს. 

ამასთან დაკავშირებით, "ბარსელონას" ხელმძღვანელებს სურთ შეთანხმდნენ აზიის პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობაზე. ასევე, კატალონიელები სხვა ევროპის ჩემპიონატებში გადასვლაზეც ფიქრობენ.

"ბარსელონა" ლა ლიგის ჩემპიონობასთან ახლოსაა. ტურნირის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე ხავი ერნანდესის გუნდი მადრიდის "რეალს" 11 ქულით უსწრებს.