მესი საუდის არაბეთში პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის ნებართვის გარეშე გაფრინდა
ფრანგულმა "პსჟ"-ს თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ პარიზული კლუბი მთავარი მწვრთნელის კრისტოფ გალტიეს და საფეხბურთო მრჩეველის ლუის კამპოსის ნებართვის გარეშე დატოვა . ამის შესახებ L'Equipe იტყობინება.
წყაროს ცნობით, არგენტინელი, რომელიც საუდის არაბეთში ტურიზმის ელჩია, მწვრთნელისა და საფეხბურთო მრჩევლის თანხმობის გარეშე გაფრინდა. მანამდე მესიმ უკვე ორჯერ გააუქმა მოგზაურობა პარიზელთა შედეგების გამო.
წყაროს ცნობით, არგენტინელი, რომელიც საუდის არაბეთში ტურიზმის ელჩია, მწვრთნელისა და საფეხბურთო მრჩევლის თანხმობის გარეშე გაფრინდა. მანამდე მესიმ უკვე ორჯერ გააუქმა მოგზაურობა პარიზელთა შედეგების გამო.
ფეხბურთელის გარემოცვის ინფორმაციით, მან ამჯერად მოგზაურობა ვერ გააუქმა, რადგან საუდის არაბეთში მალე ძალიან მაღალი ტემპერატურა იქნება, რაც მის იქ ყოფნას გაართულებს.
როდესაც მესიმ მოგზაურობის გადაწყვეტილება მიიღო, კამპოსმა და გალტიემ მას ნებართვა მისცეს, მაგრამ ლიგა 1-ში "ლორიენთან" წაგების შემდეგ (1:3) კლუბმა ახალი ვარჯიში ჩანიშნა.