BREAKING: პარი სენ-ჟერმენმა ლეო მესი გუნდიდან ორი კვირით მოკვეთა

„ლორიანთან“ მარცხის შემდეგ, ლეო მესი ოჯახთან ერთად საუდის არაბეთს კომერციული მიზნით ეწვია.
თუმცა, არგენტინელის ვიზიტით გაოგნებული დარჩა „პსჟ-ს“ ხელმძღვანელობა. კერძოდ კი იმით, რომ მესიმ ამ გამგზავრების შესახებ არავის შეატყობინა და კლუბისგან ნებართვაც არ მიუღია.
„ლორიანის“ დამარცხების შემთხვევაში, „პსჟ-ს“ ფეხბურთელები ორდღიან დასვენებას მიიღებდნენ, თუმცა ისინი დამარცხდნენ. შედეგად, ლეო, სხვა თანაგუნდელების მსგავსად, ვარჯიშზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა თავისი ვიზიტის გადადება აღარ მოისურვა და საუდის არაბეთში მაინც გაფრინდა.
ამან „პსჟ-ში“ გაღიზიანება გამოიწვია და როგორც RMC Sport იუწყება, ხელმძღვანელობამ მესი გუნდს ორი კვირით მოკვეთა.

დიდი ალბათობით, ამ ორი კვირის მანძილზე მესი ვერც მოედანზე გასვლას მოახერხებს და ვარჯიშიც განცალკევებით მოუწევს.