ავტორიზაცია

გვარდიოლა: "ჰოლანდი მესის ამაში ძალიან ჰგავს"

გვარდიოლა: "ჰოლანდი მესის ამაში ძალიან ჰგავს"
თარიღი 03 მაი 2023, 12:13
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა და ლეო მესის შეადარა.

"რა თქმა უნდა, მესის და ჰოლანდს ერთმანეთს არ ვადარებ, რადგან მესის ვერავინ შეედრება და ერლინგისთვის ეს შედარებები კარგი არ არის, თუმცა ისინი ერთმანეთს რაღაცაში ჰგვანან.

მაგალითად, ჰოლანდს მესის მსგავსი მენტალიტეტი აქვს, ასევე მესის მსგავსად ისინი უამრავ გოლს იტანს და ვფიქრობ, არგენტინელისავით 10-15 წელი სტაბილურად ასე იქნება.

იმედი მაქვს, კარიერის ბოლოს ჰოლანდი მესისთან რაც შეიძლება ახლოს იქნება მიღწევებითა და თამაშით. ეს ძალია გამახარებს", - განაცხადა გვარდიოლამ.