ავტორიზაცია

ტიაგო ალკანტარასთვის სეზონი დასრულებულია

ტიაგო ალკანტარასთვის სეზონი დასრულებულია
თარიღი 03 მაი 2023, 12:20
"ლივერპულის" ესპანელი ნახევარმცველისთვის ტიაგო ალკანტარასთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.

ალკანტარამ ტრავმის გამო 2 თვე უკვე გამოტოვა, თუმცა სრულად გამოჯანმრთელება ვერ შეძლო და ბარძაყის ოპერაცია ჩაუტარდება.

ესპანელ ფეხბურთელს თებერვლის შემდეგ არ უთამაშია და მის დაბრუნებას მარტის ბოლოს ვარაუდობდნენ, თუმცა სიტუაცია შეიცვალა.

ამ სეზონში ალკანტარამ "ლივერპულის" მაისურით პრემიერ ლიგაში 18 შეხვედრა ჩაატარა.