ავტორიზაცია

რიო ფერდინანდი პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს

რიო ფერდინანდი პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს
თარიღი 03 მაი 2023, 14:55
ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ "იუნაიტედის" მცველი რიო ფერდინანდი პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ამის შესახებ ლიგის პრესსამსახური იტყობინება.

ფერდინანდმა ადგილი დიდების დარბაზში თაყვანისმცემლების ხმის, ასევე ექსპერტების არჩევანის წყალობით მიიღო.

შეგახსენებთ, რომ რიო მანჩესტერ "იუნაიტედის" ღირსებას 2002 წლიდან 2014 წლამდე იცავდა.

"წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში ფერდინანდმა მოიგო პრემიერ ლიგის ექვსი ოქროს მედალი, ოთხჯერ აიღო FA სუპერთასი, ორჯერ მოიგო ინგლისის ლიგის თასი, ასევე ერთხელ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.