ბაიერნის ფეხბურთელები მანეს საქციელით უკმაყოფილონი არიან - სენეგალელს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ეკონტაქტება
"ბაიერნი" ეძებს კლუბს, რომელიც მზად იქნება თავდამსხმელ სადიო მანეს შესაძენად.
Bild-ის ცნობით, გერმანული კლუბის ფეხბურთელები 31 წლის ფეხბურთელით უკმაყოფილონი არიან მას შემდეგ, რაც მან სახეში გაარტყა ლეროი სანეს.
Bild-ის ცნობით, გერმანული კლუბის ფეხბურთელები 31 წლის ფეხბურთელით უკმაყოფილონი არიან მას შემდეგ, რაც მან სახეში გაარტყა ლეროი სანეს.
მანჩესტერ "სიტისთან" (0-3) წაგების შემდეგ გასახდელში მომხდარმა ინციდენტმა "ბაიერნის" მოთამაშეები შოკში ჩააგდო, რადგან მანემ განსაკუთრებული მიზეზის გარეშე დაარტყა სანეს.
გარდა ამისა, "ბაიერნის" მოთამაშეები გაკვირვებულნი არიან სენეგალელი ფეხბურთელის საფეხბურთო ნაკლოვანებებით - მაგალითად, ტექნიკის ნაკლებობით. კლუბის მოთამაშეებს შორის მანე მხოლოდ ბუნა სარს ეკონტაქტება, რომელთან ერთადაც თამაშობს სენეგალის ნაკრებში.
მანე ბაიერნში 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მანე ბაიერნში 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.