ავტორიზაცია

"წავიდნენ მესი, ნეიმარი, ვერატი, პრეზიდენტი...", - პსჟ-ს ულტრასებმა საკუთარი მოთხოვნები წამოაყენეს

"წავიდნენ მესი, ნეიმარი, ვერატი, პრეზიდენტი...", - პსჟ-ს ულტრასებმა საკუთარი მოთხოვნები წამოაყენეს
თარიღი 03 May 2023, 22:49
„პსჟ-ს“ ულტრასები კლუბის ოფისთან ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით მივიდნენ.

აქცია Collectif Ultras Paris-მა წინასწარვე დაგეგმა და მისი მიზანია კლუბის მხრიდან ჭკვიანური და სისტემური წინსვლის მიღწევა, თუმცა მხოლოდ მშვიდობიანი გზით.

RMC Sport-ის ინფორმაციით, „პსჟ-ს“ ადმინისტრაციულ შენობასთან რამდენიმე ასეულობით გულშემატკივარია შეკრებილი, რომლებმაც თან ბანერები წამოიყოლეს.

გულშემატკივრები კლუბიდან პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის გადადგომას ითხოვენ. ასევე, მათი მოთხოვნაა, გუნდი დატოვონ ლეო მესიმ, ნეიმარმა, მარკო ვერატიმ და სხვებმა.

„ჩვენს ხომალდს კაპიტანი არ ჰყავს. გვინდა პრეზიდენტი, რომელიც უფრო მეტ დროს დაუთმობს აქტუალურ საკითხებს, რომელიც შეგვხვდება მაშინ, როცა ამას მოვითხოთ.

ამ ფეხბურთელების გამო, მთელი წელია დარცხვენილები ვართ.“, - აღნიშნა ულტრასების მეთაურმა რომენ მაბილმა.

გარდა ამისა, კლუბის ოფისთან შეკრებილი პუბლიკა ლეო მესის მიმართ შეურაცხმყოფელ ციტატასაც სკანდირებდა.