სიტიმ ისევ მოიგო, ჰოლანდმა ისევ გაიტანა - ჩემპიონობა უფრო და უფრო ახლოსაა
პრემიერ ლიგის გადადებული 28-ე ტურის მატჩში „მან სიტიმ“ შინ „ვესტ ჰემი“ გაანადგურა.
შეხვედრა „ეტიჰადზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
სამივე გოლი „სიტიმ“ მეორე ტაიმში გაიტანა - 50-ზე ანგარიში აკემ გახსნა, 70-ზე ერლინგ ჰოლანდმა მორიგი გოლი შეაგდო, 85-ზე კი ფილ ფოდენმა მატჩში წერტილი დასვა.
ამ გამარჯვებით „სიტიმ“ „არსენალს“ ცხრილში კვლავ 1 ქულით გადაუსწრო და თანაც, პეპის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.~

მომდევნო ტურში „ქალაქელები" 6 მაისს „ლიდს იუნაიტედს" უმასპინძლებენ.