ლაციომ საშინაო მატჩი მოიგო - რა სჭირდება ნაპოლის დღევანდელ მატჩში ჩემპიონობის გასანაღდებლად?
სერია ა-ს 33-ე ტურში „ლაციომ“ შინ „სასუოლოს“ მოუგო.
სტადიო „ოლიმპიკოზე“ გამართული შეხვედრა რომაული გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
მე-14 წუთზე ფელიპე ანდერსონმა ანგარიში გახსნა, 90+2-ზე კი ბაშიჩმა მეორე გოლი გაიტანა და თამაშში წერტილი დასვა.
ამრიგად, „ლაციომ“ 64 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაბრუნდა, „ნაპოლი“ 15 ქულით წინ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დღეს, 4 მაისს, სტუმრად „უდინეზესთან“ მინიმუმ ერთი ქულის მოპოვების შემთხვევაში, ნეაპოლელები ნანატრ ჩემპიონობას ოფიციალურად გაინაღდებენ.

უდინეში გასამართი შეხვედრა „უდინეზე" - „ნაპოლი" უკვე დღეს, 4 მაისს, 22:45 საათზე გაიმართება.