ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტიმ გვარდიოლას ხელმძღვანელობით 404 მატჩში 1000 გოლი გაიტანა

მანჩესტერ სიტიმ გვარდიოლას ხელმძღვანელობით 404 მატჩში 1000 გოლი გაიტანა
თარიღი 04 მაი 2023, 02:35
მანჩესტერ "სიტიმ" პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით 1000 გოლი გაიტანა. ამ გოლის ავტორი ფილ ფოდენი გახდა.

გუშინ, "ქალაქელებმა" პრემიერ ლიგის 28-ე ტურის გადადებულ მატჩში შინ "ვესტ ჰემი" დაამარცხეს (3:0). 

პეპ გვარდიოლამ მანჩესტერ "სიტი" 2016 წლის ივლისში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით "ქალაქელებმა" ყველა ტურნირზე 404 მატჩი ჩაატარეს.

გვარდიოლას დანიშვნის შემდეგ, მანჩესტერ "სიტიმ" გაიტანა ყველაზე მეტი გოლი, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდმა ტოპ 5 ლიგაში.

პრემიერ ლიგის გუნდებს შორის ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა "ლივერპულია", რომელმაც 797 გოლი გაიტანა.