ყველაზე და ყველაფერზე წინ - გვარდიოლას ბრწყინვალე შედეგი მანჩესტერ სიტიში

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტიმ" მორიგი საოცარი მატჩი შემოგვთავაზა და "ვესტ ჰემი" 3:0 დაამრცხა.
აღსანიშნავია, რომ პეპ გვარდიოლას თაოსნობით ქალაქელებმა თავიანთი მე-1000 გოლი გაიტანეს.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, გვარდიოლას "სიტის" 2016 წლიდან წვრთნის, ამ დროის განმავლობაში კი გუნდმა 404 მატჩი ჩაატარა და 1000 გოლი გაიტანა, რაც ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.
2016 წლის შემდეგ, გოლების გატანის კუთხით "სიტის" შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი "ლივერპულს" აქვს - 797 გოლი.