ტენ ჰაგი: "ფულის გარეშე არაფერი გამოვა"
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა გუნდის გეგმებსა და მომავალზე ისაუბრა.
"სატრანსფერო ბიუჯეტი? ეს მე არ მეხება. ერთი ის ვიცი, რომ "მანჩესტერი" ერთ-ერთ უდიდესი კლუბია თავისი საოცარი გულშემატკივრით.
ჩვენი მიზანი პრემიერ ლიგასა და ევროთასებზე წარმატებული გამოსვლაა. ფულის გარეშე კი არაფერი გამოვა, რადგან მიზნის მისაღწევად ხარისხიანი ფეხბურთელებია საჭირო, მაღალი დონის ფეხბურთელი კი ძვირი ღირს.
ყველაფერი ხელმძღვანელობის ხელშია. იმედია, მომავალს ნათელი მალე მოეფინება და ის მიზანი, რაც გვაქვს ასრულდება, ვგულისხმობ გუნდის საფუძვლიანად განვითარებას", - განაცხადა ტენ ჰაგმა.