ავტორიზაცია

ჰოლანდი: "ამაზე რომ ვიფიქრო, გავგიჟდები - წავალ სახლში, ვითამაშებ, შევჭამ და დავიძინებ"

ჰოლანდი: "ამაზე რომ ვიფიქრო, გავგიჟდები - წავალ სახლში, ვითამაშებ, შევჭამ და დავიძინებ"
თარიღი 04 მაი 2023, 10:43
პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდა და 3:0 გაანადგურა.

გასაკვირი არაა, რომ ქალაქელთა მხრიდან ერთ-ერთი გოლი ნორვეგიელმა ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა და გახდა პირველი ფეხბურთელი, ვისაც პრემიერ ლიგის ერთ სეზონში 35 გოლი აქვს გატანილი.

ამასთანავე, მას შეუძლია კიდევ ერთი რეკორდი მოხსნას. კერძოდ, სადებიუტო სეზონში ყველაზე მეტი, 63 გოლი დიქსი დინს აქვს გატანილი, ჰოლანდს კი 51.

"დიქსი დინის რეკორდზე ახლა არ ვფიქობ. დავიძინებ და ხვალ მორიგი სამი ქულის მოპოვებაზე ვიფიქრებ. ლიდსთან რთული მატჩი გველის, რადგან ახალი მწვრთნელი ჰყავთ.

რეკორდებზე რომ ვიფიქრო, ალბათ გავგიჟდები. წავალ სახლში. ვიდეო-თამაშებს ვითამაშებ, შევჭამ და დავიძინებ", - განაცხადა ჰოლანდმა.