ავტორიზაცია

კუადრადო იუვენტუსს სეზონის ბოლოს დატოვებს

კუადრადო იუვენტუსს სეზონის ბოლოს დატოვებს
თარიღი 04 მაი 2023, 17:08
ტურინის "იუვენტუსის" მცველი ხუან კუადრადო, სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

ჟურნალისტ ნიკოლო შირას თქმით, კოლუმბიელი ფეხბურთელი ტურინულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რადგან კლუბი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

34 წლის კუადრადო "იუვენტუსში" 2015 წლიდან თამაშობს. 

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში კუადრადომ 27 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.