ავტორიზაცია

მოდრიჩმა საუდის არაბეთიდან სარფიანი შეთავაზება მიიღო

მოდრიჩმა საუდის არაბეთიდან სარფიანი შეთავაზება მიიღო
თარიღი 06 მაი 2023, 02:35
Relevo-ს ცნობით, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა საუდის არაბეთიდან სარფიანი შეთავაზება მიიღო.

წყაროს ცნობით, საუდის არაბეთის ერთ-ერთმა კლუბმა 37 წლის მოთამაშეს სეზონში დაახლოებით 40 მილიონი ევროს ანაზღაურებით კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ხორვატმა ეს შეთავაზება არ მიიღო.

ის პატივს სცემს თავის კლუბს და სურს მადრიდის "რეალში" კარიერის გაგრძელება.

მოდრიჩის კონტრაქტი ესპანურ კლუბთან სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ესპანეთის ჩემპიონატში 28 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.