"უბრალოდ უყურეთ მის თამაშს", - ვიდალმა მესი დაიცვა
როგორც მოგეხსენებათ, "პსჟ"-მ ლეო მესის 2-კვირიანი დისკვალიფიკაცია მისცა და ამის გამო, მომდევნო შეხვედრებს გამოტოვებს.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი მესის ყოფილმა თანაგუნდელმა არტურო ვიდალმა გააკეთა.
"ხალხი სულ უფრო და უფრო გიჟდება. არ შეიძლება ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენო. უბრალოდ, უყურეთ მის თამაშს.
გასაგებია, რომ მესის პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა არ მოუგოა, თუმცა ლიდერები არიან და საფრანგეთის ჩემპიონატს იგებენ. ასევე, ის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია.
ლეოს მბაპესთან ერთად ბევრი გოლი აქვს გატანილი და მისთვის ბევრი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული", - განაცხადა ვიდალმა.