კარლო ანჩელოტიმ რეალის სათავეში საიუბილეო ტიტული მოიგო

2022/23-სეზონის ესპანეთის სამეფო თასი კარლო ანჩელოტისთვის „რეალის“ სათავესი საიუბილეო აღმოჩნდა.
იტალიელმა სპეციალისტმა მადრიდული კლუბის სათავეში მე-10 ტიტულის მოგება მოახერხა.
„რეალში“ გატარებული ორი ეტაპის მანძილზე ანჩელოტიმ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ესპანეთის თასი, ორჯერ ევროპის სუპერთასი, ორჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და თითო-თითოჯერ მოახერხა ესპანეთის თასისა და სუპერთასის მოგება.
ყველა კლუბის ჩათვლით კი ანჩელოტისთვის ეს კარიერაში 26-ე ტიტული აღმოჩნდა.
1 მან „იუვენტუსთან“ ერთად მოიგო, 8 – „მილანთან“, 3 „ჩელსისთან“, 1 „პსჟ-სთან“, 3 „ბაიერნთან“ და როგორც გითხარით 10 - მადრიდის „რეალთან“.