VIDEO: შემოვიდა და ყველაფერი შეცვალა - როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ დღევანდელ მატჩში?

იტალიის აწ უკვე მოქმედი ჩემპიონი "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "ფიორენტინას" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყო და მეორე ტაიმი სრულად ითამაშა.
კვარაცხელიას გამოსვლის შემდეგ, "ნაპოლი" შეტევაში გააქტიურდა, ქართველმა პენალტი მოიპოვა და საბოლოოდ, შემტევებიდან ყველაზე მაღალი 7.0 შეფასება მიიღო.
