ავტორიზაცია

VIDEO: მასიური ჩხუბი და 7 წითელი ბარათი - სუპერკლასიკოში რივერ პლეიტმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა

თარიღი 08 May 2023, 09:19
არგენტინის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩი, სუპერკლასიკოში "რივერ პლეიტმა" "ბოკა ხუნიორსს" უმასპინძლა. 

შეხვედრა ბუენოს აირესის ესტადიო მონუმენტალზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

გამარჯვების გოლი კოლუმბიელმა თავდამსხმელმა მიგელ ბორხამ 93-ე წუთზე პენალტით გაიტანა. ამის შემდეგ მოედანზე მასიური ჩხუბი მოხდა, რის შედეგადაც მსაჯმა შვიდი წითელი ბარათი აჩვენა: "რივერ პლეიტიდან" სამი მოთამაშე გააძევეს (ორი არ იყო მოედანზე), "ბოკა ხუნიორსიდან" - სამი მოთამაშე და ერთი მწვრთნელი.

არგენტინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 37 ქულით "რივერ პლეიტი" ლიდერობს. "ბოკა ხუნიორსი" 18 ქულით მე-13 ადგილზეა.