პსჟ-ს მოურინიო უხელმძღვანელებს?
"პსჟ" ეძებს ახალ მთავარ მწვრთნელს, რომელიც სეზონის ბოლოს კრისტოფ გალტიეს შეცვლის.
RMC Sport-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, პარიზული ტოპ კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოსთან, რომელიც ამჟამად "რომას" ხელმძღვანელობს.
მოლაპარაკებების პროცესი მნიშვნელოვან ეტაპზეა. თუ მხარეები შეთანხმდებიან, გარიგება ზაფხულში გაფორმდება. თავად მოურინიო მზადაა პარიზში გადავიდეს, რადგან ესმის, რომ იქ ტიტულების მეტი შანსი აქვს, ვიდრე რომში.
მოურინიო "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2021 წლიდან მუშაობს. 60 წლის მწვრთნელს მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.