» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

უხვგოლიანი მატჩი ქუთაისში... უმაღლესი ლიგა მე-13 ტური



დღეს, საქართველოს ჩემპიონატის 4 მატჩი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისში გამართული დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდგა. ასევე, საინტერესო იყო დანარჩენი 3 მატჩიც. ტორპედო 3:3 ზესტაფონი დაძაბული მატჩი გაიმართა ქუთაისში, სადაც "ტორპედომ" "ზესტაფონს" უმასპინძლა. შეხვედრა 3:3 დასრულდა და ორივე გუნდმა ქულა მოიპოვა. ანგარიში მე-3 წუთზე ზესტაფონელებმა გახსნეს, კერძოდ კი, -  მიხეილ სარდალიშვილმა. მე-19 წუთზე მამასახლისმა გოლის გატანა მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, ზუსტად 4 წუთში ილურიძემ გამოიჩინა თავი და "ზესტაფონი" კვლავ წინ გაიყვანა. 32-ე წუთზე ანგარიში კვლავ გათანაბრდა, გოლი მამასახლისმა გაიტანა და დუბლიც მიიწერა. პირველი ნახევარი ამით არ დასრულებულა, 38-ე წუთზე ჯაბა დვალმა მაინც მოახერხა "ზესტაფონისთვის" ტაიმის გამარჯვება. პირველი ნახევრისგან განსხვავებით, მეორე ნახევარში ბევრი გოლი არ გასულა. 63-ე წუთზე ოთარ კვერნაძემ საბოლოო წერტილი დასვა მატჩში და "ტორპედოს" ქულა მოუტანა. ცნობისთვის, იმერული გუნდები უმაღლესი ლიგის მე-9 და მე-10 ადგილზე იმყოფებიან. შემადგენლობები: ტორპედო: თებაძე, გელაშვილი, მამასახლისი, მახვილაძე (გოგიჩაიშვილი, 56), ჩაკვეტაძე, ბონდარენკო, ქებურია (ჩადუნელი, 46), ჩიკვილაძე, ბაბუნაშვილი, ფიფია (მარკოზაშვილი, 65), კვერნაძე ზესტაფონი: პავლოვიჩი, გრიგალაშვილი, ფერეირა, ხიდეშელი, შარიქაძე, გაგოშიძე, გვალია, ჭანტურიშვილი, სარდალიშვილი, ილურიძე (ფანცულაია, 65), დვალი (კაპანაძე, 71). 10358866_688703927864421_2566080270113190074_n ზუგდიდი 1:2 დინამო საკმაოდ რთული შეხვედრის ჩატარება მოუწია თბილისის "დინამოს" "ზუგდიდის" წინააღმდეგ. თბილისელებმა პირველ ნახევარში გოლის გატანა ვერ მოახერხეს და, საბოლოოდ, ყველაფერი ბოლო წუთებამდე მივიდა. 70-ე წუთზე ანგარიშის გახსნა გიორგი პაპუნაშვილმა მოახერხა. 87-ე წუთზე ანგარიში ორამდე ხისკომ გაზარდა. საბოლოოდ კი, ერთი ბურთის გაქვითვა შოთა ლომიამ მოახერხა. ამჟამად, "დინამო" კვლავ ინარჩუნებს უმაღლესი ლიგის პირველ პოზიციას 29 ქულით და უახლოეს მდევარს, გორის "დილას" 5 ქულით ასწრებს. რაც შეეხება "ზუგდიდს", ისინი ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან, 11 ქულით. შემადგენლობები: ზუგდიდი: თევდორაძე, წურწუმია, ეხვაია, მირცხულავა (ლომაია, 40), რიგვავა, ფარჯიკია (კუკავა, 68), ტყემალაძე, ლომია, აკობია, ღონღაძე, კობერიძე დინამო: მიგინეიშვილი, გველესიანი, პაპავა (ჩისკო, 70), ცინცაძე, შერგელაშვილი, პაპუნაშვილი, ჩირგაძე, პარუნაშვილი, კიკაბიძე, ჭანტურია, საბანაძე 1907830_672617552806392_7250772624093769014_n გურია 2:2  ჩიხურა საკმაოდ სანახაობრივი მატჩი გაიმართა ლანჩხუთში, სადაც "გურიამ" "ჩიხურას" უმასპინძლა. შეხვედრაში 4 გოლი გავიდა, ანგარიში მე-16 წუთზე გიორგი კორიფაძემ გახსნა და "ჩიხურა" წინ გაიყვანა. ამის შემდეგ მეგრელიშვილმა ჯერ 51-ე წუთზე გააწონასწორა ანგარიში, შემდეგ კი, დუბლი გაიფორმა და "გურია" წინ გაიყვანა. საბოლოო წერტილი 90-ე წუთზე ჭელიძემ დასვა და "ჩიხურას" ქულა გადაურჩინა. ამჟამად, სოსო ფრუიძის გუნდი, ცხრილის მე-7 პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება "გურიას", ლანჩხუთელები მე-11 ადგილზე არიან. შემადგენლობები: გურია: ზუხბაია, ჭეიშვილი, ჟვანია, გოგიაშვილი, შერგელიშვილი, მიქაბერიძე, ჯოჯუა, გაბრიჩიძე, კობახიძე, ლომია, კვერენჩხილაძე, გოგუაძე, კილაძე, ჯიშკარიანი, წილოსანი, ხარაბიძე, ინგოროვა. ჩიხურა: ქვილითაია, ღონღაძე, ხაჭალიძე, ჭელიძე, ქიმაძე, სიხარულიძე, ქორიფაძე, ჩიმაკიძე, ოდიკაძე, დეკანოიძე, მწყერაშვილი, ნადირაძე, ნადირაძე თეიმურაზი, იაკობაშვილი, იაკობაშვილი ალექსანდრე. 10653810_694422353959245_5170574402984183480_n სპარტაკი 1:0 შუქურა კვლავ მოახერხა 3 ქულის მოპოვება ცხინვალის "სპარტაკმა". ამჯერად, კახა კაჭარავას გუნდმა ქობულეთის "შუქურა" დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე გავიდა და ის შინდაგორიძემ გაიტანა. ამჟამინდელი მონაცემებით, "სპარტაკი" უმაღლესი ლიგის მე-3 პოზიციაზეა და 1 ქულით ჩამორჩება გორის "დილას". რაც შეეხება "შუქურას", ქობულეთელები მე-12 პოზიციაზე იმყოფებიან. 1467413_685879918146822_1254422313377813034_n

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"ბარსას წინააღმდეგ შანსი არ გვქონდა", - კლოპი კოუტინიოს წასვლას იხსენებს

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ფილიპე კოუტინიოს „ბარსელონაში“ გადასვლის დეტალები გაიხსენა.

დღეს, 17:43

მათეუსი: "ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მომდევნო სეზონში ნოიერი ბაიერნის ფეხბურთელი აღარ იქნება"

როგორც იცით, მანუელ ნოიერი „ბაიერნთან“ ახალ კონტრატზე შეთანხმებას ვერ ახერხებს.

დღეს, 17:15

რეალმა კილიან მბაპეს ტრანსფერი 2021 წლისთვის გადადო

მიუხედავად კორონავირუსის კრიზისისა, „რეალმა“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე არ შეიცვალა.

დღეს, 17:11

პრემიერ ლიგის რომელ გუნდს აზარალებს კორონავირუსის პაუზა ყველაზე მეტად?

ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა წარმოადგინა დასკვნა, პრემიერ ლიგის რომელი გუნდი იზარალებს ყველაზე მეტად კორონავირუსის პაუზისგან.

დღეს, 17:04

2010-2011 წლებში რუსეთმა ფიფას ვიცე-პრეზიდენტი მოისყიდა

ამერიკის იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით...

დღეს, 16:55

ბაიერნის ნახევარმცველი პაუზის შემდეგ პირველივე ვარჯიშზე დაიმტვრა

„ბაიერნის“ ფრნაგმა ნახევარმცველმა, კორენტინონ ტოლისომ, პაუზის შემდეგ პირველივე ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

დღეს, 16:50

დორტმუნდმა ჯეიდონ სანჩოს შემცვლელი ესპანურ ვალენსიაში იპოვნა

„ბორუსია დორტმუნდი“ „ვალენსიას“ შემტევი ნახევარმცველის, ფერან ტორესის გადაბირებით დაინტერედა.

დღეს, 16:48

გვარდიოლას იუვედან თავისი ექს-შეგირდის წამოყვანა უნდა

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი, დუგლას კოშტა შესაძლოა ზაფხულში „მანჩესტერ სიტიში“ გადაბარგდეს.

დღეს, 16:38

10 საუკეთესო უცხოელი თავდამსხმელი ერედივიზიის ისტორიაში

წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო უცხოელ თავდამსხმელს ერედივიზიის ისტორიაში.

დღეს, 16:14

რატომ უთხრა უარი ბარსას, ევროს ყველაზე სახიფათო მეტოქე და ბევრი სხვა - კუმანის ვრცელი ინტერვიუ

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, Marca-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

დღეს, 15:23

აზარი დროს უსწრებს - როდის იქნება სათამაშოდ მზად ბელგიელი შემტევი?

მადრიდის „რეალის“ შემტევი, ედენ აზარი, ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესს გადის.

დღეს, 14:51

"საუკეთესო მატჩი ჯერ კიდევ წინ მაქვს, მაგრამ...", - დე იონგმა ყველაზე კარგი მატჩი დაასახელა, რომელიც ბარსელონაში ჩაუტარებია

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, გუნდში სადებიუტო სეზონი შეაფასა.

დღეს, 14:45

დავიდ სილვას კარიერის იტალიურ გრანდში გაგრძელების რეალური ვარიანტი გაუჩნდა

„მანჩესტერ სიტის“ კაპიტანი, დავიდ სილვა, „მილანის“ ინტერესთა სფეროში მოექცა.

დღეს, 14:38

ფეხბურთელი, რომლის ჩართვასაც რეალი ჰოლანდის ტრანსფერში გეგმავს

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერლინგ ჰოლანდის შეძენას შეეცდება.

დღეს, 14:35

კონტემ ხელმძღვანელობას ომამეიანგის შეძენა სთხოვა

მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობა „არსენალის“ ლიდერის შეძენას შეეცდება.

დღეს, 14:31

"ისე ჰარმონიულად ვიყავით, თითქოს ერთად გვეძინა", - ბერბატოვმა კარიერის საუკეთესო პარტნიორი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა კარიერის საუკეთესო პარტნიორი დაასახელა:

დღეს, 13:34

ოფიციალურად: მიულერის მომავალი საბოლოოდ გაირკვა

მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ტომას მიულერის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 13:24

დისტანცია, 3-4 კაციანი ჯგუფები და არავითარი შხაპი - ბაიერნმა ვარჯიში განაახლა

მიუნხენის "ბაიერნი" ევროპის ერთ-ერთი პირველი კლუბია, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ვარჯიში განაახლა.

დღეს, 13:15

"კლოპი შენკლის მაგონებს", - ლივერპულის ექს-კაპიტანი

"ლივერპულის" ყოფილმა კაპიტანმა, გრემ სუნესმა მერსისაიდელთა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ბილ შენკლის შეადარა:

დღეს, 13:05

"მესის, რონალდუსა და ნეიმარს კიდევ ერთ მოთამაშეს დავამატებდი", - დელ პიეროს საუკეთესო 4-ეული

ტურინის "იუვენტუსის" ცოცხალმა ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ თანამედროვეობის ოთხი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

დღეს, 12:52

"ფერნანდეში ფლეიმეიქერის პოზიციაზე შემთხვევით აღმოჩნდა", - ბრუნოს პირველი მწვრთნელი

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველის, ბრუნო ფერნანდეშის პირველმა მწვრთნელმა, ანტონიო პერესმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:40

დე იონგმა თავისი საფეხბურთო მაისურების კოლექციიდან საუკეთესო გამოარჩია

ნიდერლანდების ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა თავისი მაისურების კოლექციიდან საუკეთესო გამოარჩია:

დღეს, 12:30

"ვადანაშაულებ თუ არა ხაბიბს?", - უაიტი

UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაიტმა, ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:19

"რონალდუ აფრიკელი რომ ყოფილიყო, უკვე კარიერას დაასრულებდა", - ბაბანგიდა

ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილმა ვინგერმა, ტიჯანი ბაბანგიდამ, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:09

მათეუსი: "ბაიერნს ის სანეზე მეტად გამოადგება"

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა "რეკორდმაისტერის" სატრანსფერო გეგმების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:00

რონალდუს თვითიზოლაციაში კიდევ ერთხელ მოათავსებენ

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ კარანტინს გადის თავის მშობლიურ კუნძულზე,

დღეს, 11:38

არც ბარსელონაში გადასვლა და არც პსჟ-ში დარჩენა - ნეიმარის აგენტის განცხადება

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევის, ნეიმარის აგენტმა თავისი კლიენტის მომავლის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:30

"ის პოგბას მანჩესტერში დარჩენაზე დაიყოლიებს", - დინი

"უოტფორდის" კაპიტანმა, ტროი დინიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:21

ვან დეიკი: "პირველი კონტრაქტის გაფორმებამდე, ჭურჭელს ვრეცხავდი"

"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა თავისი კარიერის ადრეული პერიოდი გაიხსენა:

დღეს, 11:12

"ფერგიუსონისა და გეტჟის გამარჯვებული ხაბიბს შეხვდება", - უაიტი

როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის რიგით 249-ე ღონისძიებაზე ტონი ფერგიუსონს, ხაბიბ ნურმაგომედოვის ნაცვლად ჯასტინ გეტჟი შეებრძოლება.

დღეს, 11:01

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10