ავტორიზაცია

როდრიგო: "არავინ არ იცის როგორ გააჩეროს ჰოლანდი, მაგრამ იმედია ჩვენთან ის ვერ გაიტანს"

როდრიგო: "არავინ არ იცის როგორ გააჩეროს ჰოლანდი, მაგრამ იმედია ჩვენთან ის ვერ გაიტანს"
თარიღი 08 მაი 2023, 23:31
როდრიგო გოესმა იმედი გამოთქვა, რომ ხვალინდელ თამაშში ერლინგ ჰოლანდს არ წაუვა.

9 მაისს „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „მან სიტის“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში უმასპინძლებს.

„სიტი ყოველთვის საშიშად გამოიყურება. დიდებული გუნდია, რომელიც საუცხოოდ ასპარეზობს. თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ მოგება შეგვიძლია.

ჰოლანდი უამრავ გოლს იტანს. არავინ არ იცის, როგორ გააჩეროს ის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენთან მატჩში ის თავს ვერ გამოიჩენს.“, - აღნიშნა ბრაზილიელმა.

მატჩი ესპანეთის დედაქალაქში ხვალ, 23:00 საათზე დაიწყება.