ავტორიზაცია

"ჩამოუშვი ხელები!" - რონალდუმ მეტოქე გუნდის თანამშრომელს სელფი არ გადააღებინა

"ჩამოუშვი ხელები!" - რონალდუმ მეტოქე გუნდის თანამშრომელს სელფი არ გადააღებინა
თარიღი 09 May 2023, 15:06
საუდის არაბეთში გამართული მატჩი "ალ ნასრსა" და "ალ ხალიჯს" შორის საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მეტოქე გუნდის ერთ-ერთი თანამშრომელი კრიშტიანუ რონალდუსთან მივიდა და სელფის გადაღება სთხოვა.

რონალდუმ კი მას მკაცრად მოუწოდა, რომ ხელები ჩამოეშვა და სელფის გადაღებაზე უარი უთხრა.

აღნიშნულ შეხვედრაში 38 წლის პორტუგალიელმა წარუმატებლად ითამაშა, რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა.