ავტორიზაცია

დე ხეაზე ცუდი სტატისტიკა ინგლისში მხოლოდ ორ მეკარეს აქვს - ESPN-მა ამის მიზეზი დაასახელა

დე ხეაზე ცუდი სტატისტიკა ინგლისში მხოლოდ ორ მეკარეს აქვს - ESPN-მა ამის მიზეზი დაასახელა
თარიღი 09 May 2023, 17:31
2022/23-სეზონის პრემიერ ლიგაში დავიდ დე ხეას მოგერიებული ბურთების ერთ-ერთი ყველაზე სუსტი სტატისტიკა აქვს.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გოლკიპერმა ამ სეზონში ზუსტი დარტყმების მხოლოდ 68%-ს მოგერიება მოახერხა.

ინგლისში ამაზე სუსტი სტატისტიკა მხოლოდ ორ მეკარეს აქვს, ორივე „საუთჰემპტონიდან“ არის - გევინ ბაზუნუ და ალექს მაკკარტი. ცნობისთვის, „სოტონი“ ამჟამად ბოლო ადგილზეა და ჩემპიონშიფში გავარდნასთან ახლოსაა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, დე ხეა ჩატარებული მშრალი მატჩებით პირველ ადგილზეა - მან ამ სეზონში 15-ჯერ მოახერხა გოლგაუშვებლად მოედნის დატოვება, რაც ორით მეტია ალისონის, ნიკ პოუპის და აარონ რამსდეილის შედეგზე.

ESPN ამის მიზეზად მცველებთან მისკომუნიკაციას ასახელებს - გამოცემის აზრით, დე ხეას არ შეუძლია მცველები სათანადოდ მართოს და მათთან საჭირო კომუნიკაცია დაამყაროს. გარდა ამისა, ესპანელი სტანდარტულების დროსაც მოიკოჭლებს.