ავტორიზაცია

ჩელსი მზად არის ატლეტიკოს ფელიქსის სანაცვლოდ ორი ფეხბურთელი შესთავაზოს

ჩელსი მზად არის ატლეტიკოს ფელიქსის სანაცვლოდ ორი ფეხბურთელი შესთავაზოს
თარიღი 09 May 2023, 17:44
ლონდონის „ჩელსი“ მზად არის ჟოაო ფელიქსის ტრანსფერში ორი ფეხბურთელი ჩართოს.

Evening Standard-ის ინფორმაციით, ლონდონურმა კლუბმა „ატლეტიკოსთან“ ფელიქსის შენარჩუნების თაობაზე მოლაპარაკებები გამართა.

ესპანური კლუბი პორტუგალიელი შემტევის სანაცვლოდ კვლავაც 88 მილიონ ფუნტს ითხოვს, მაგრამ მზადაა ფელიქსი კიდევ ერთი წლით იჯარით დატოვოს ლონდონში, თუ „ჩელსი“ 16 მილიონს გადაიხდის.

„ლურჯებს“ სატრანსფერო საფასურის შემცირება ტრანსფერში პიერ-ემერიკ ობამეიანგის და მარკ კუკურელიას ჩართვით ეცდებიან, ორივე ეს ფეხბურთელი „ატლეტიკოს“ ინტერესთა სფეროში შედის.

თავად ობამეიანგისთვის პრიორიტეტი ამ ზაფხულისთვის „ბარსელონაში“ დაბრუნებაა. თუმცა, მისით ასევე „მილანიც“ ინტერესდება.