კამავინგა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა ასისტენტია
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ედუარდო კამავინგამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში "მანჩესტერ სიტის" (1:1) წინააღმდეგ ვინისიუს ჟუნიორს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
ამრიგად, ფრანგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ასისტენტი ამ ტურნირის ნახევარფინალის ისტორიაში, ამის შესახებ Opta წერს.
კამავინგამ საგოლე პასი 20 წლისა და 180 დღის ასაკში გააკეთა. წინა რეკორდი "ლივერპულის" მცველმა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა 20 წლისა და 212 დღის ასაკში დაამყარა. Opta სტატისტიკას 2003/04 წლების სეზონიდან აწარმოებს.