მიულერის ტრანსფერით MLS-ის და საუდის არაბეთის გუნდები ინტერესდებიან

"ბაიერნის" თავდამსხმელი თომას მიულერი მომავალ სეზონში შესაძლოა ახალ გუნდში გადავიდეს.
ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა განაცხადა, რომ გერმანელი მიუნხენური კლუბის დატოვებაზე ფიქრობს. წყარო დასძენს, რომ ფეხბურთელს უკვე აქვს შეთავაზებები MLS-ისა და საუდის არაბეთის კლუბებიდან.
ფალკის თქმით, მიულერი დაიღალა "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელთან იმის დამტკიცებით, რომ სასტარტო 11-ში თამაშს იმსახურებს.
ფალკის თქმით, მიულერი დაიღალა "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელთან იმის დამტკიცებით, რომ სასტარტო 11-ში თამაშს იმსახურებს.
MLS-ისა და საუდის არაბეთის კლუბების ინტერესის მიუხედავად, თავად თომასს სურს დარჩეს ევროპაში მინიმუმ მომავალ სეზონში, რათა მოემზადოს ევრო 2024-ისთვის.