ავტორიზაცია

ლივერპული გერმანელი მეკარის ტრანსფერით ინტერესდება

ლივერპული გერმანელი მეკარის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 11 მაი 2023, 12:09
გერმანული "ჰანოვერის" მეკარე რონ-რობერტ ზილერი, შესაძლოა, ამ სეზონის ბოლოს ნისლიან ალბიონში გადავიდეს. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი იტყობინება.

34 წლის მეკარის ტრანსფერით "ლივერპული" ინტერესდება. "მერსისაიდული" კლუბი ზილერს განიხილავს, როგორც ალისონ ბეკერის ნომერ 1 შემცვლელს.

რონ-რობერტი "ჰანოვერში" 2019 წლის ივლისიდან თამაშობს. ფეხბურთელის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ზილერმა მიმდინარე სეზონში მეორე ბუნდესლიგაში 31 მატჩი ჩაატარა. მეკარემ 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 45 გოლი გაუშვა. ცხრა მატჩში მეკარემ კარი მშრალად შეინახა.