ინძაგი: "2:0 მოვიგეთ? - უფრო მეტი უნდა გაგვეტანა"

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მილანის "ინტერმა" თანაქალაქელი "მილანი" 2:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ კომენტარი მოგებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ გააკეთა.
"გაოცებული ვარ. 2:0 მოვიგეთ, მაგრამ ვფიქრობ უფრო მეტი უნდა გაგვეტანა და სანერვიულოც ცოტა იქნებოდა.
ვიცით, რომ დასრულებული არაფერია, ამიტომ ზეიმი ჯერ ადრეა და განმეორებითი შეხვედრისთვის ვემზადებით.
72 საათში სერია ა-ს მატჩი გვაქვს, ენერგიები უნდა აღვიდგინოთ, რადგან სასულოსთან თამაში არანაკლებ მნიშვნელოვანია", - განაცხადა ინძაგიმ.