ავტორიზაცია

ახალი კონტრაქტით რამდენი იქნება ლეაუს ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა?

ახალი კონტრაქტით რამდენი იქნება ლეაუს ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა?
თარიღი 11 May 2023, 20:57
La Gazetta dello Sport-მა პორტუგალიელი რაფაელ ლეაუს "მილანთან" ახალი კონტრაქტის დეტალები გამოაქვეყნა.

წყაროს ცნობით, ახალ კონტრაქტში ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა 170 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე იგივე წყარომ "მილანთან" პორტუგალიელი ფეხბურთელის კონტრაქტის სხვა დეტელებზეც ისაუბრა.

კონტრაქტი 2027/28 წლების სეზონის ბოლომდე იქნება გათვლილი, ახალი ხელშეკრულებით ლეაუ ერთი სეზონში 7 მილიონ ევროს მიიღებს.