ავტორიზაცია

კაპელო: "ინტერს შეუძლია პრობლემები შეუქმნას როგორც რეალს ასევე მანჩესტერ სიტისაც"

კაპელო: "ინტერს შეუძლია პრობლემები შეუქმნას როგორც რეალს ასევე მანჩესტერ სიტისაც"
თარიღი 12 მაი 2023, 10:05
წარსულში ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ინტერის" გამოსვლაზე ისაუბრა და ფინალში გასვლის შემთხევვაში სიმონე ინძაგის გუნდის შანსები შეაფასა.

ის დარწმუნებულია, რომ "ინტერი" ფინალში გასვლის შემთხევაში ნებისმიერ მეტოქეს - მადრიდის "რეალს" თუ მანჩესტერ "სიტის" პრობლემებს შეუქმნის.

"ინტერი ძალიან ახლოს არის ჩემპიონთა ლიგის ფინალთან. თუ გუნდი ფინალში ისევე აგრესიულად და ინტენსიურად გააგრძელებს თამაშს, როგორც მილანთან, მაშინ ეს პრობლემებს შეუქმნის როგორც მადრიდის რეალს, ასევე მანჩესტერ სიტის. ",- თქვა კაპელომ.