ავტორიზაცია

მესიმ პსჟ-სთან ფარული კონტრაქტი გააფორმა

მესიმ პსჟ-სთან ფარული კონტრაქტი გააფორმა
თარიღი 12 მაი 2023, 10:39
თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ და "პსჟ"-ს ხელმძღვანელობამ არგენტინელის საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ საიდუმლო კონტრაქტი გააფორმეს. ამის შესახებ RMC Sport-ი იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ 35 წლის თავდამსხმელმა თვითნებურად დატოვა პარიზული გუნდის ბაზა და საუდის არაბეთში გაემგზავრა.

პარიზული გუნდი ფეხბურთელის საქციელით უკიდურესად უკმაყოფილო დარჩა და გუნდიდან ორი კვირით მოკვეთა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მხარეებმა მოლაპარაკებები გამართეს და საიდუმლო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ ლიონელს ვარჯიშზე დაბრუნების უფლება მიეცა.

მესის "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება.