ავტორიზაცია

ტიაგო სილვამ შესაძლოა ჩელსი დატოვოს

ტიაგო სილვამ შესაძლოა ჩელსი დატოვოს
თარიღი 12 მაი 2023, 12:47
გამოცდილმა ბრაზილიელმა მცველმა ტიაგო სილვამ შესაძლოა "ჩელსი" კლუბთან კონტრაქტის დასრულებამდე ერთი წლით ადრე დატოვოს.

Globo Esporte-ის ცნობით, 38 წლის ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნებას განიხილავს.

მოთამაშეს შეუძლია დადოს შეთანხმება "ფლუმინენსესთან".
აღსანიშნავია, რომ ტიაგო "ფლუმინენსეს" აღზრდილია. ამ კლუბის ახალგაზრდულ გუნდში 1995 წლიდან 2000 წლამდე თამაშობდა.

სილვა "ჩელსიში" 2020 წლიდან თამაშობს. მცველმა ინგლისის პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში 24 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.