ავტორიზაცია

სერია A-ს აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშე დასახელდა

სერია A-ს აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშე დასახელდა
თარიღი 13 მაი 2023, 11:43
"მილანის" თავდამსხმელი რაფაელ ლეაუ იტალიის ჩემპიონატის აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 

ინდივიდუალური ჯილდოსთვის დავაში პორტუგალიელი თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესს (ინტერი), ლორენცო პელეგრინის (რომა), სიმონე ვერდის (ვერონა) და მატია ძაკანიის (ლაციო) აჯობა.

გასულ თვეში რაფაელმა იტალიის ჩემპიონატის ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. თავდამსხმელმა ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

"მილანი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეხუთეა, შემდეგ მატჩში როსონერი სტუმრად "სპეციას" დაუპირისპირდება.