სამმაგი ხელფასი და კიდევ უფრო ახლოს იუნაიტედთან - ნაპოლი კიმის შემცვლელად 4 კანდიდატს განიხილავს
იტალიური გამოცემის Corriere del Mezzogiorno-ს ცნობით, სამხრეთ კორეელი მცველის კიმ მინ ჯეს "ნაპოლიდან" წასვლა კიდევ უფრო რეალური გახდა.
წყაროს ცნობით, მანჩესტერ "იუნაიტედი" მზადაა კიმ მინ ჯეს სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს და ამასთან ერთად, ფეხბურთელს ხელფასი გაუსამმაგოს.
მისი შეცვლა ნეაპოლელებისთვის რთული იქნება, თუმცა გუნდის სკაუტები კიმის შესაძლო შემცვლელი ოთხი კანდიდატი შეარჩია.
ეს მოთამაშეები: ჯორჯო სკალვინი (ატალანტა), კევინ დანსო (ლანსი), დანილო დოეხი (უნიონ ბერლინი) და კონსტანტინოს მავროპანოსი (შტუტგარდი) არიან.