ოფიციალურად: დე ხეამ პრემიერ ლიგის ოქროს ხელთათმანი მოიგო - მასთან პრიზში შეცილება სამ გოლკიპერს შეუძლია
პრემიერ ლიგის სეზონის სეზონის შედეგად დავიდ დე ხეა ოქროს ხელთათმანის მფლობელი გახდება.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ გოლკიპერმა „ვულვერჰემპტონთან“ მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
ამ შედეგის შემდეგ გაირკვა, რომ ამ სეზონში დე ხეას მშრალი მატჩების რაოდენობით ვერავინ გადაუსწრებს. ერთადერთი შანსია, მასთან ერთად ჯილდო ალისონმა (ლივერპული), ნიკ პოუპმა (ნიუკასლი) და აარონ რამსდეილმა (არსენალი) გაიყონ, რომლებსაც 13 მშრალი მატჩი აქვთ ჩატარებული.
სამივე ამ გოლკიპერს 3 მატჩის ჩატარება დარჩა და შესაბამისად, დე ხეას დასაწევად სამივეჯერ კარი მშრალად უნდა შეინახონ.
დე ხეამ ოქროს ხელთათმანი 2017/18-სეზონშიც მოიგო, მაშინ მან კარი მშრალად 18-ჯერ შეინახა.