ავტორიზაცია

კუმანი: "გაკვირვებული ვარ იმით, რომ ბარსელონა ამდენი ვალით სტადიონს არემონტებს და ფუნქციონირებასაც აგრძელებს"

კუმანი: "გაკვირვებული ვარ იმით, რომ ბარსელონა ამდენი ვალით სტადიონს არემონტებს და ფუნქციონირებასაც აგრძელებს"
თარიღი 14 მაი 2023, 23:30
„ბარსელონას“ ყოფილმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ნიდერლანდელი სპეციალისტი კატალონიურ კლუბში 2020-2021 წლებში მუშაობდა, რის შემდეგაც მის ნაცვლად „ბარსაში“ ხავი დაინიშნა.

„გაკვირვებული ვარ იმით, რომ „ბარსელონა“ სტადიონის რეკონსტუქციას გეგმავს და ფუნქციონირებას აგრძელებს, მიუხედავად ასეთი დიდი ვალებისა.

ფეხბურთელებს საკუთარი ფულის გაღება უწევთ და გაცილებით ნაკლებ ხელფასებზე დათანხმებას აიძულებენ.“, - აღნიშნა კუმანმა.