ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბარსელონა ლა ლიგის 2022/23-სეზონის გამარჯვებულია!

ოფიციალურად: ბარსელონა ლა ლიგის 2022/23-სეზონის გამარჯვებულია!
თარიღი 15 მაი 2023, 00:49
ლა ლიგის 34-ე ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „ესპანიოლი“ დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.

მატჩი „ბარსას“ გასვლითი გამარჯვებით 4:2 დასრულდა. კატალონიელთა რიგებში გოლები ლევანდოვსკიმ (2), ალეხანდრო ბალდემ და ჟულ კუნდემ გაიტანეს.

ამ გამარჯვებით „ბარსელონამ“ 85 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსანი მადრიდის „რეალისთვის“ მიუღწეველი გახდა - დარჩენილ 4 ტურში 12 ქულა გათამაშდება, „რეალი“ კი 14 ქულით არის უკან.

ამრიგად, „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონი 2018/19-სეზონის შემდეგ პირველად და კლუბის ისტორიაში 27-ედ გახდა, რაც ესპანეთის ფარგლებში მეორე საუკეთესო შედეგია მადრიდის „რეალის“ (34) შემდეგ.