ავტორიზაცია

ზიელინსკი: "მქონდა შეთავაზებები პრემიერ ლიგიდან, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ნაპოლიში უნდა დავრჩენილიყავი"

ზიელინსკი: "მქონდა შეთავაზებები პრემიერ ლიგიდან, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ნაპოლიში უნდა დავრჩენილიყავი"
თარიღი 15 მაი 2023, 10:18
"ნაპოლის" ნახევარმცველმა პიოტრ ზიელინსკიმ განაცხადა, რომ საჩემპიონო სეზონის დაწყებამდე ნეაპოლური გუნდის დატოვება და პრემიერ ლიგაში გადასვლა შეეძლო, მაგრამ ამ ყველაფერზე უარი თქვა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდმა სკუტედო სერია A-ს დასრულებამდე დიდი ხნით ადრე მოიპოვა, ხოლო კვირას "მონცასთან" (0:2) დამარცხდა.

„ჩვენი ჩემპიონატი წარმოუდგენელი მოვლენა იყო როგორც კლუბისთვის, ასევე მთელი ქალაქისთვის. 

გასულ წელს რამდენიმე შემოთავაზება მქონდა ინგლისის პრემიერლიგიდან, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ნაპოლიში უნდა დავრჩენილიყავი და ახლა ბედნიერი ვარ.

მინდა აქ გავაგრძელო თამაში, შესანიშნავი გუნდი გვყავს. “, - ციტირებს პოლონელ ნახევარმცველის სიტყვებს ჟურნალისტი ალფრედო პედულა.